საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

„საფრანგეთის სენატმა ახლახან აღიარა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. მადლობელი ვარ ფრანგი სენატორების ამ ისტორიული კენჭისყრისთვის, რომელიც აღადგენს სამართლიანობას და პატივს მიაგებს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას. ასეთი დანაშაული არასდროს უნდა განმეორდეს. ის არასდროს უნდა დავივიწყოთ“, – დაწერა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Twitter-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის სენატის ამ გადაწყვეტილებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

„მივესალმები საფრანგეთის სენატის ისტორიულ გადაწყვეტილებას 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარების შესახებ. მადლობელი ვარ ყველა სენატორის, ვინც მხარი დაუჭირა რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უკრაინელის ხსოვნის გასაგრძელებლად, რომლებიც შიმშილით დაიღუპნენ“, – დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები