თეთრი სახლის პრესმდივანი აშშ-ის რამდენიმე შტატში არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის აკრძალვას აკრიტიკებს: ისინი ჩვენი ბავშვები არიან, ისინი ყველა ჩვენგანს გვეკუთვნიან

White House Press Secretary Karine Jean-Pierre briefs the media from White House Press Briefing Room in Washington, DC, USA, 18 May 2022. Credit: Jim LoScalzo / Pool via CNP. 18 May 2022 Pictured: White House Press Secretary Karine Jean-Pierre briefs the media from White House Press Briefing Room in Washington, DC, USA, 18 May 2022. Credit: Jim LoScalzo / Pool via CNP. Photo credit: Jim LoScalzo - Pool via CNP / MEGA TheMegaAgency.com +1 888 505 6342

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე შევხვდი ტრანსი ბავშვების ბევრ მშობელს, რომლებიც  მიყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სერიოზულად განიხილავდნენ ტეხასის, ოკლაჰომას თუ სხვა შტატის დატოვებას, რათა დაეცვათ თავიანთი შვილები, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა  არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის შეზღუდვაზე საუბრისას ვებგვერდ „Jezebel“-ს განუცხადა.

კარინ ჟან-პიერმა, მან მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ის შტატები, რომლებიც ტრანსგენდერი არასრულწლოვნების საწინააღმდეგო კანონი მოქმედებს.

„არსებობს 600-ზე მეტი ანტი-ლგბტქ+ საკანონმდებლო აქტი, მათგან რამდენიმე ასეული, ტრანსგენდერი საზოგადოების საწინააღმდეგოა. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან უნდა გამოვავლინოთ ისინი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე შევხვდი ტრანსი ბავშვების ბევრ მშობელს, რომლებიც  მიყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ თუ როგორ სერიოზულად განიხილავდნენ ტეხასის, ოკლაჰომას თუ სხვა შტატის დატოვებას, რათა დაეცვათ თავიანთი შვილები. ეს არის ის, რაზეც ხმამაღლა და მკაფიოდ საუბარი უნდა განვაგრძოთ. ისინი ბავშვები არიან. ისინი ჩვენი ბავშვები არიან და ისინი ყველა ჩვენგანს გვეკუთვნიან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა GLAAD-ის (გეებისა და ლესბოსელების ალიანსი ცილისწამების წინააღმდეგ) მედია-დაჯილდოებაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები