“დღესვე ავუხსნით ევროპელ კოლეგებს, რომ როგორც კი ევრორეკომენდაციის შესრულების შესაძლებლობა გაჩნდა, ოპოზიციამ დარბაზი დატოვა” – არჩილ თალაკვაძე

„რეგლამენტის თანახმად, ოთხი კანდიდატი გადავიდა მეორე ტურში, ვინაიდან მათ არ ეყოთ ხმები. ამ ოთხ კანდიდატს შორის ორის შერჩევა მოხდება მეორე ტურში. ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ და ეს რეკომენდაციაც შესრულდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დღესვე მივაწვდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა ეს ყველაფერი პარლამენტში, რათა შემდეგ ეს შეფასების პროცესში გაითვალისწინონ. სინამდვილეში, ვისთან ერთად გვთხოვენ კონსენსუსის მიღწევას? ამ ხალხის პრინციპული მიზანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. შესაბამისად, მათთან კონსენსუსური გადაწყვეტილების მიღებას რომ გვირჩევენ, უნდა იცოდნენ, რა მოხდა.

ამ ინფორმაციას სრულად მივაწვდით და ავუხსნით, რომ როგორც კი ევრორეკომენდაციის შესრულების შესაძლებლობა გაჩნდა, პირდაპირ საბოტაჟი გამოაცხადეს და დატოვეს დარბაზი. რეგლამენტის თანახმად, ოთხი კანდიდატი გადავიდა მეორე ტურში, ვინაიდან მათ არ ეყოთ ხმები. ამ ოთხ კანდიდატს შორის ორის შერჩევა მოხდება მეორე ტურში. ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ და ეს რეკომენდაციაც შესრულდება“, – განაცხადა თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები