არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციის ნაწილზე: მტაცებელს რომ ცეცხლს დაანახებ და გარბის, აი, ასე გაიქცნენ, როგორც კი დაინახეს, რომ რაღაცაზე შეიძლებოდა – შეთანხმება შემდგარიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების საკითხზე კენჭისყრის დროს პლენარულ სხდომაზე განვითარებული პროცესების შესახებ “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, როგორც კი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მისცა ხმა მათთვის მისაღებ კანდიდატებს, რადიკალურ ოპოზიციაში მყისიერად მიიღეს დავალება და ​ერთმანეთს მოუწოდეს, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ დარბაზი.

„რეალურად, დღეს მოხდა ის, რომ როგორც კანონმდებლობაში არის ჩადებული, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს ჩვენგან, ოპოზიციის მონაწილეობით ხდებოდა საბჭოს კანდიდატების შერჩევა სასამართლო სისტემაში. როგორც კი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მისცა ხმა მათთვის მისაღებ კანდიდატებს, ვნახეთ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მყისიერად მიიღეს დავალება და ​ერთმანეთს მოუწოდეს, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ დარბაზი. სწორედ ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან შეფასება, რომ ეს იყო ევრორეკომენდაციების საბოტაჟი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ თავისი ჩვეული ძალადობრივი მიდგომებით დააშანტაჟა რადიკალური ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი და ისინი პრაქტიკულად ორკესტრირებულად გაიყვანა დარბაზიდან. მტაცებელს რომ ცეცხლს დაანახებ და გარბის, აი, ასე გაიქცნენ, როგორც კი დაინახეს, რომ რაღაცაზე შეიძლებოდა – შეთანხმება და კონსენსუსი შემდგარიყო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები