მამუკა მდინარაძე: ვცდილობთ, რომ სასპეკულაციოდ საბაბი არ დავუტოვოთ არავის და სასამართლო კიდევ უფრო დავხვეწოთ
“ჩვენ მივყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ვცდილობთ, რომ სასპეკულაციოდ საბაბი არ დავუტოვოთ არავის და სასამართლო კიდევ უფრო დავხვეწოთ, ესენი კი იქცევიან პირიქით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესს ებრძვის.
„ისინი ამ შემთხვევაშიც ევროპულ რეკომენდაციებს ებრძვიან. დღეს თავიანთ კოლეგებს თავზე დაადგნენ, რომ ხმა არ მიეცათ. ასეთი კადრი მე ნანახი არ მაქვს, რომელ შემთხვევაშიც ერთი დეპუტატი, მეორეს თავზე ედგეს და ეჩხუბებოდეს – რატომ აძლევ ხმასო. ასეთი კადრი ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს. ჩვენ მივყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ვცდილობთ, რომ სასპეკულაციოდ საბაბი არ დავუტოვოთ არავის და სასამართლო კიდევ უფრო დავხვეწოთ, ესენი კი იქცევიან პირიქით“, – აცხადებს მდინარაძე.