მამუკა მდინარაძე: ჩვენი მოქალაქეები თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე არ უნდა იხვეწებოდნენ მეგობარ ქვეყანაში გადაადგილებას – უვიზო რეჟიმი აშშ-სთან ათასჯერ უფრო გაგვიხარდებოდა, მაგრამ ეს არის მოცემულობა დღეს

პირდაპირი ფრენები, უვიზო რეჟიმი აშშ-სთან ათასჯერ უფრო გაგვიხარდებოდა, მაგრამ ეს არის მოცემულობა დღეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ პატარა, მაგრამ თავმოყვარე ქვეყანა და ერი ვართ. როდესაც ჩვენ მეგობარ ქვეყანაზეა საუბარი, მისმა ელჩმა იმაზე კი არ უნდა იზრუნოს, რომ რაღაც მესიჯებით მხარი დაუჭიროს იმ ადამიანებს, რომლებიც საბოლოოდ ვხედავთ, რას აკეთებენ, არამედ იმაზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი [მაჩვენებელი] გვაქვს ვიზების მიღების თვალსაზრისით წლების განმავლობაში და ყველა მეზობელ ქვეყანას, მათ შორის, რუსეთს, ორჯერ და უფრო მეტი პოზიტიური რეიტინგი აქვს ვიზების გაცემასთან დაკავშირებით. მეგობრობა ცალმხრივი არ არსებობს, ჩვენმა მოქალაქეებმა თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე კი არ უნდა იხვეწონ მეგობარ ქვეყანასთან გადაადგილება, თავისუფლად უნდა იღებდნენ ვიზებს. პირდაპირი ფრენები, უვიზო რეჟიმი აშშ-სთან ათასჯერ უფრო გაგვიხარდებოდა, მაგრამ ეს არის მოცემულობა დღეს, სამწუხაროა, მაგრამ, ამას სჭირდება ფრთხილი დამოკიდებულება, მაგრამ სწორი მესიჯებიც, საუბარიც და სწორი დამოკიდებულებაც მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები