პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 88 ხმით მიიღო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები