პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ხრისტოდულიდესის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს რეიკიავიკში შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა ქვეყნების ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები