ირაკლი კობახიძე: 30 წელია უკვე გასული და უნდა დაისვას კითხვა, რატომ არ ხდება თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენების შემოღება და რატომ არ მარტივდება სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებულები არიან პარტნიორებად
„ცარიელი სპეკულაციებია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გარშემო გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, 30 წელია უკვე გასული და უნდა დაისვას კითხვა, რატომ არ მარტივდება სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებულები არიან პარტნიორებად.
„არის ცარიელი სპეკულაციები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფრენების აღდგენაზე როდესაც არის საუბარი, კარგი იქნება კონკრეტულმა ქვეყნებმა მიიღონ გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თუ მითუმეტეს ისინი ფრენების აღდგენაში, ვიზების გამარტივებაში ვაჭრობის შენარჩუნებაში ხედავენ პრობლემებს, ასეთ დროს უნდა გახსნან მეტი შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაინიშნოს პირდაპირი ფრენები. სხვა ქვეყნებზე მაქვს საუბარი, მიხვდით ალბათ. ეს კითხვები უნდა დაისვას და ალბათ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. 30 წელია უკვე გასული. რატომ არ ხდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებულები არიან პარტნიორებად, რატომ არ ხდება მათთან თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენების შემოღება და რატომ არ მარტივდება სავიზო რეჟიმი?! ეს კითხვები აწუხებს ქართულ საზოგადოებას და ამაზე აქტიური მსჯელობა ალბათ საჭიროა“, – განაცხადა კობახიძემ.