კურორტების განვითარების სააგენტომ მაჟორიტარ დეპუტატებს, სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს საინვესტიციო და კვლევითი პროექტები გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში, მაჟორიტარ დეპუტატებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს, კურორტებისა და საკურორტო ადგილების მოძიებისა და შესწავლის I ფაზის განხორციელების შედეგად შერჩეული კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების კონცეფციების, მომზადებული კვლევებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„სააგენტომ საქართველოს ყველა რეგიონში უკვე შეისწავლა 100-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი. არსებული რესურსების ეფექტიანად ათვისების, წარმატებული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელებისთვის, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა და ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ რეგიონების წარმომადგენლებთან. ჩვენი საკურორტო პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისება ხელს შეუწყობს როგორც რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“- აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩართულმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა, წარმოადგინეს ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები და საინვესტიციო შეთავაზებები გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში შერჩეულ კურორტებსა დ საკურორტო ადგილებზე. შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და სამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები