საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მზადაა, რომ უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადება რაც შეიძლება მალე დაიწყოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რამდენიმე სხვა ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად, რომლებიც ასევე მზად არიან ამისათვის, ჩვენ გავხსენით კარი პილოტების მომზადებისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
მანვე დასძინა, რომ საფრანგეთი რჩება თავისი გადაწყვეტილების ერთგული, რომ დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში.
„ახლა სასწორზე ბევრი რამ დევს, რადგან კონტრშეტევის წარმატება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.