ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თანამდებობას შემოდგომაზე დატოვებს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ახალი ვადით დარჩენის შეთავაზება ექნება.
ამის შესახებ მან დანიაში, დემოკრატიულ ფორუმზე გამოსვლისას თქვა.
„ჩემი ერთადერთი გეგმა შემოდგომაზე გადადგომაა. თანამდებობაზე ორჯერ მეტი ხნის განმავლობაში ვრჩები, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი და სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია”, – თქვა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს. მისი უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში იწურება.
ვინ გახდება ალიანსის ახალი ხელმძღვანელი, ჯერჯერობით, უცნობია. მედიით სხვადასხვა კანდიდატურა სახელდება, მათ შორის არიან ქალებიც.