თურქეთის ოპოზიციის ერთიანმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ „ერდოღანმა, ყველა ცილისწამებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, მოსალოდნელი შედეგი ვერ მიიღო”.
ამის შესახებ მან გვიან ღამით, მომხრეების წინაშე გამოსვლის დროს თქვა.
“არ უნდა ინერვიულოთ მომხდარის გამო. ხმების დათვლა ახლაც გრძელდება. არჩევნები არავის მოუგია. მონაცემები უწყვეტად მოდის, იქნება მეორე ტური. მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – თქვა მან.
ქილიჩდაროღლუმ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
“წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ერდოღანმა ის ნდობა ვერ მოიპოვა, რომელსაც ელოდა. მომდევნო 15 დღის განმავლობაში ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ, ჩვენს ხალხთან ერთად, ამ ქვეყანაში კანონი და სამართლიანობა მოვიტანოთ. ჩვენი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში დემოკრატიას მოვიტანთ“, – თქვა მან.