“14 მაისის არჩევნები დემოკრატიის ზეიმი გახდა” – ერდოღანი

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გვიან ღამით მომხრეებს მიმართა და თქვა, რომ 14 მაისს არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიის ზეიმად იქცა.

ერდოღანის მხარდამჭერები ანკარაში მმართველი პარტიის “სამართლიანობისა და განვითარების” ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ.

მისი თქმით, შედეგების მიუხედავად, გამარჯვებული გახდა თურქეთი და მისი ხალხი.

“მთელი ჩვენი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ხალხის ნებისადმი პატივისცემას ვავლენდით. ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამომრჩევლის აზრის მიმართ, როგორც მიმდინარე, ისე ყველა შემდგომ არჩევნებზე. ხმების სხვაობა, დაახლოებით, 2,6 მილიონია ჩვენ სასარგებლოდ. საბოლოო შედეგები მხოლოდ გაზრდის ამ სხვაობას. ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა პირველ ტურში გამარჯვების შესაძლებლობის. თუ ხალხმა გააკეთა არჩევანი მეორე ტურის სასარგებლოდ, მაშინ ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, “ხალხის კავშირს” აქვს ხმების უმრავლესობა, რომელშიც “სამართლიანობა და განვითარებაც” შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები