TRT: ერდოღანმა ხმების 49,35% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ კი – 45%

თურქეთში 14 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,35% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა ოპოზიციური გაერთიანებიდან – ქემალ კილიჩდაროღლუმ  45%.

ასეთ მონაცემებს ავრცელებს ქვეყნის სახელმწიფო ტელეკომპანია TRT და აღნიშნავს, რომ დათვლილია ოქმების 100 პროცენტი.

მესამე კანდიდატმა, სინან ოგანმა 5,22% მიიღო. ​მუჰარემ ინჯემ, რომელმაც კანდიდატურა რამდენიმე დღით ადრე მოხსნა, 0,43% მოიპოვა.

საბოლოო გადაწყვეტილება თურქეთის უზენაესმა საარჩევნო კომისიამ უნდა გამოაცხადოს, ასევე, მეორე ტური დანიშნოს. თუმცა, მანამდე იყო ცნობილი, რომ განმეორებითი კენჭისყრა 28 მაისს ჩატარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები