უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის, ამიტომ საჭიროა მტერზე ზეწოლა, სანამ ის არ გაიქცევა.
მისი თქმით, უკრაინა სამხედროებისთვის მეტი იარაღის გადაცემისთვის ემზადება.
„ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან დამარცხებისთვის, მათ უკვე წააგეს ეს ომი თავიანთ ფიქრებში, ჩვენ მათზე ყოველდღიურად უნდა ვახდენდეთ ზეწოლას, რომ დამარცხების გრძნობა გადაიქცეს მათ გაქცევაში, მათ შეცდომებში, მათ დანაკარგში.
მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც მტერს ანადგურებს. მადლობა ყველას, ვინც ყოველგვარი სირთულის მიუხედავად, ჩვენს მიწას უკრაინას უბრუნებს. ჩვენ ვემზადებით, რომ თქვენ, მეომარნო, კიდევ უფრო მეტი იარაღი დაგემატოთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდეთ აგრესორის დასაძლევად და მშვიდობის აღდგენისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.