გიორგი კახიანი: უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებით
“ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრაგმატული მოსაზრებებიდან და ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით მილიონამდე ქართველი ცხოვრობს.
„მაშინაც და ახლაც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამასთან, ჩვენი მხრიდან დამოკიდებულებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრაგმატული მოსაზრებებიდან და ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებით. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, მათ შორის ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა“, – განაცხადა კახიანმა.