გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

     საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩისგან მოისმინა და კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. გიორგი მარგველაშვილმა და ვასილ ციბენკომ ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ელჩთან უელსის სამიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები