დიდ ბრიტანეთში გეგმავენ, რომ კერძო სამხედრო კამპანია – „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ. ლონდონს ასეთი ნაბიჯის გადადგმა რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად შეუძლია.
The Times-ი წერს, რომ, ორთვიანი სამართლებრივი საფუძვლის ძიების შემდეგ, ასეთი გადაწყვეტილება გარდაუვალი გახდა.
ბრიტანეთის პარლამენტში გამოცემის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში იქნება მიღებული.
“ვაგნერი” ტერორისტულ ორგანიზაციად გუშინ, 9 მაისს საფრანგეთის პარლამენტმა გამოაცხადა. ასეთივე გადაწყვეტილება მარტში ლიეტუვის სეიმმა მიიღო.