სასამართლომ დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნო

მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, ელიზაბეთ ჯინ ქეროლის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს.

მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტს კომპენსაციისა და საჯარიმო სანქციის სახით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.

79 წლის ჟურნალისტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად 1996 წელს მანჰტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში იძალადა. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ მან რომანტიკული ცხოვრების გაგრძელება ვეღარ შეძლო.

თავის მხრივ, კეროლის ბრალდება ტრამპმა არაერთხელ უარყო. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კეროლის განცხადებას „თაღლითური და ცრუ ისტორია“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები