იენს სტოლტენბერგი: ნატოს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი

ნატოს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერ არ შეუძლია.

„ნატოს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა მოსკოვმა, არამედ კიევმა. ასევე ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატოს კარი ღია რჩება. კითხვაზე, როდის მოხდება ეს, მე კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით.

შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მათთან, რათა დავეხმაროთ მათ საბჭოთა პერიოდის ტექნიკიდან, დოქტრინებიდან და სტანდარტებიდან ნატოს დოქტრინებზე და სტანდარტებზე გადასვლაში, რათა მათი შეიარაღებული ძალები ნატოს ძალებთან თავსებადად იქცეს და დავეხმაროთ მათ შემდგომი რეფორმებისა განხორციელებაში მოახდინონ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები