სუდანში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-ზე მეტია

სუდანში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 602-ს მიაღწია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ტარიკ ჟაზარევიჩმა გაეროს ჟენევის ოფისში ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შეტაკებების პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებზე სულ 28 თავდასხმა განხორციელდა. ამ თავდასხმებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 18 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები