“ევროპა ყველაფერს აკეთებს, რომ გაანადგუროს პუტინის სამხედრო მანქანა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას “ევროპული ფასეულობების მფეთქავი გული უწოდა”.

ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

მისი თქმით, უკრაინა დღეს ყველაზე შესაფერისი ადგილია – ევროპული ერთიანობისა და მშვიდობის დღის აღსანიშნავად, ისტორიის გაკვეთილების გადახედვისა და უკეთესი მომავლის გზას დასანახად.

მან გაიხსენა, რომ უკრაინა იბრძვის სწორედ იმ იდეალებისთვის, რომლებიც საფუძვლად დაედო ევროპის დღეს, რომელიც კონტინენტზე 9 მაისს აღინიშნება.

„პუტინმა და მისმა რეჟიმმა თავის ქვეყანაში ეს ღირებულებები გაანადგურეს და ახლა ცდილობენ, მათ გაანადგურონ უკრაინაში“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მაგრამ, მისი თქმით, აგრესორმა უკვე განიცადა დრამატული მარცხი და უკრაინას შეუძლია, ევროპის დახმარების იმედი ჰქონდეს, სანამ ეს საჭირო იქნება.

მისი თქმით, ევროპა ყველაფერს აკეთებს, რომ გაანადგუროს პუტინის სამხედრო მანქანა და მისი ბენეფიციარები. ამის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, არის ანტირუსული სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდება.

კითხვაზე, თუ როგორ მიდის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი, რაზეც ევროპელმა დიპლომატმა თქვა, რომ ქვეყანამ უნდა განახორციელოს შვიდი რეფორმა, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა.

„შთამბეჭდავია, რომ, მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა, უკრაინა დაუღალავად და ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამ შვიდი ნაბიჯის განხორციელებაზე. ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები