რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თუმცა, როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ თქვა, მტრის ყველა რაკეტა ჩამოგდებულია.
მისი თქმით, შეტევა კასპიის ზღვის რეგიონიდან სტრატეგიული ბომბდამშენების ტუ-95მ-ის ოთხი მხრიდან განხორციელდა. დედაქალაქის მიმართულებით გასროლილმა X-101 რაკეტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
“მიზანში მოხვედრა არ ფიქსირდება. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ნგრევა არ ყოფილა”, – დაწერა მან.
მანამდე, პოპკომ დაწერა, რომ გოლოსეევსკის რაიონში, კერძო სახლის ეზოში ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ხოლო შევჩენკოვსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები გზის სავალ ნაწილზე აღმოაჩინეს.
ადმინისტრაციის ცნობით, მაისის დასაწყისიდან ეს იყო კიევზე მეხუთე საჰაერო თავდასხმა.