დავით მათიკაშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით მათიკაშვილი საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეთმურატ მურატოვს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს: იმსჯელეს ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ და საქართველოსა და თურქმენეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

„ბატონმა ელჩმა გამოთქვა სრული მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. 21 მაისს მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ვგეგმავთ თურქმენეთში ვიზიტს, სადაც კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ურთიერთობები ორ მეგობარ ქვეყანას შორის კიდევ უფრო განმტკიცდეს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები