სახალხო დამცველმა გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა

2023 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მონახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს.

სახალხო დამცველი შეხვდა მაცხოვრებლებს, გაეცნო მათ პირობებს, დაათვალიერა შენობა.

„შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები