ვლადიმერ ბოჟაძე – NDI-ის კვლევაზე” ,,ქართულ ოცნებას” 1.8-ჯერ მეტი ამორჩეველი ჰყავს, ვიდრე – მთელ ოპოზიციურ სპექტრს”

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.

მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას 4-ჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 1.8-ჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს.

„NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით: ,,ქართულ ოცნებას” 4-ჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე – ,,ნაციონალურ მოძრაობას” და 3.33-ჯერ მეტი – ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად, ანუ ,,ქართულ ოცნებას” 1.8-ჯერ მეტი ამორჩეველი ჰყავს, ვიდრე – მთელ ოპოზიციურ სპექტრს!“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები