შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა რეზიდენციაში უმასპინძლა

საქართველოსა და თურქეთს შორის, მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ რეზიდენციაში უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მატივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, მისი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები