ზაალ ანჯაფარიძე – გიორგი ვაშაძეზე: “ოცნების” დამარცხებაზე საუბრობს 1%-იანი პოლიტიკანი, რომელსაც თბილისის მერის არჩევნებზე ნიგერიელმა ოგბუნჯუმაც კი გაასწრო

არ მიყვარს ჟარგონები, მაგრამ შექმნილ სიტუაციას უხდება. მართლა „ფინთი გოიმივით“ ავარდა ოპოზიცია IRI-ს მიერ სამოწყალოდ თუ მაშველ რგოლად გადმოგდებულ ე.წ. გამოკითხვაზე, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებას, „ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, ,,ოცნება,, დამანგრევლად დამარცხდებოდა“.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეუძლებელია, სერიოზულად მივიღოთ 100%-ით მიკერძოებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული “გამოკითხვა.

„არ მიყვარს ჟარგონები, მაგრამ შექმნილ სიტუაციას უხდება. მართლა „ფინთი გოიმივით“ ავარდა ოპოზიცია IRI-ს მიერ სამოწყალოდ თუ მაშველ რგოლად გადმოგდებულ ე.წ. გამოკითხვაზე. აი, მაგალითად, 1%-იანი პოლიტიკანი, რომელსაც თბილისის მერის არჩევნებზე ნიგერიელმა კანდიდატმა ოგბუნჯუმაც კი გაასწრო.
ისე, როგორ შეიძლება, სერიოზულად მიიღო არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე, თანაც 100%-ით მიკერძოებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული “გამოკითხვა”, – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები