ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრესკონფერენცია
“კელი დეგნანი ლამის ნაც-მოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას”, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, კეზერაშვილის საქმე ვერაფრით გადაიფარა და ახლა “ნაციონალურმა მოძრაობამ” “საზარბაზნე ხორცად საკუთარი გარემოცვის წევრი გამოიყვანა.
“მოსამართლეების თემით ვერ გადაფარეს… კომისიის თემით ვერაფერი ქნეს… კელი დეგნანი ლამის ნაც-მოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას..
ჰო და ახლა, “საზარბაზნე ხორცად” საკუთარი გარემოცვის წევრი გამოაგდეს, თან ყველაზე მაგარი “ნარატივით” – მინისტრის ბიძაშვილის ცოლის დის ყოფილი ქმარიო თუ რაღაც ეგეთი სისულელე…
ბიჭო, თქვენ მაგრად გაჟრიალებთ.
კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრესკონფერენცია. ეგ ნაგავი თქვენია და თქვენვე მოგიწევთ მაგის ზიდვა!
P.S. არ გაგიკვირდეთ, ხვალ საკუთარი მამიდები რომ გამოფინონ სააშკარაოზე, ოღონდ კეზერაშვილი გაათეთრონ, მაგრამ… როგორც ყველაფრისგან სალამური არ ითლება, ისე კეზერასგან ვერ გამოძერწავთ უდანაშაულოს”, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.