სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ ზრდამ 24.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3 322.2 მლნ. აშშ დოლარს, რაც 21.0 პროცენტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 673.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 666.9 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 376.0 მლნ. აშშ დოლარით.