გიორგი ვოლსკი: ხაბეიშვილი არის კლოუნის მაგვარი წარმონაქმნი ამ პოლიტიკურ ველზე

“ეს არის სადისტური მმართველობის გადმონაშთი, რომლის რაღაც ანასხლეტით აღმოჩნდა სათავეში ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი არის კლოუნისმაგვარი წარმონაქმნი ამ პოლიტიკურ ველზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” კეზერაშვილ-მერაბიშვილი მართავს.

მხოლოდ დაპირებების შესრულებაზე არ არის აქ საქმე. აქ არის ინტელექტის დაბალ დონეზე. არ მეგულება „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში ადამიანი, რომელიც დადგება და ილაპარაკებს პარტიის პროგრამაზე, სახელმწიფო მშენებლობის თემაზე. ეს თუ არ შეუძლია ხაბეიშვილს, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვინმე სხვას შეუძლია. მთავარი არის ის, თუ ვინ დგას ამ პარტიის მმართველ სადავეებთან, ეს არის კეზერაშვილი, ეს არის მერაბიშვილი და შინაარსი პოლიტიკური პარტიისა, რომელიც არ შეცვლილა და რომელიც კვლავ იმავე პრინციპებზე დგას. ეს არის სადისტური მმართველობის გადმონაშთი, რომლის რაღაც ანასხლეტით აღმოჩნდა სათავეში ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი არის კლოუნისმაგვარი წარმონაქმნი ამ პოლიტიკურ ველზე, რომელმაც არა თუ ინგლისური ან რომელიმე სხვა ენა, არამედ ქართულიც საკმაოდ ცუდად იცის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები