„სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ – მორიგი შეხვედრა გაიმართება
13 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დარბაზში წარმოდგენილი იქნება მორიგი შეხვედრა პროექტისა – „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“.
როგორც „კვირას“ პროექტის ავტორმა პოეტმა და ლიტერატორმა ქეთევან შენგელიამ აცნობა, შეხვედრის მონაწილეები არიან:
მხატვარი – გოჩა ზირაქიშვილი;
პოეტი – ჯუბა ღებელი;
მუსიკალური შესრულება (გიტარა) – თეიმურაზ ბაკურაძის;
საპატიო სტუმარი – ნატალია ტროხიმი (მთარგმნელი, პოეტი).
ნორჩი მხატვარი – დიანა ვეშაგური.