ანდრია გვიდიანი: ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ხშირ შემთხვევაში შემჩნეულები არიან სანქციების გვერდის ავლაში

ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ხშირ შემთხვევაში შემჩნეულები არიან სანქციების გვერდის ავლაში, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ლატვიური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ფარისევლობის კლასიკური ნიმუშია, როდესაც თავად არღვევ სანქციების, მეორე ხელით კი ამუნათებ სხვა ქვეყნებს, რომ მათი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება. უკრაინას არ შეუწყვეტია რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. უკრაინის ტერიტორია გამოიყენება იმისთვის, რომ რუსეთმა მიიღოს შესაბამისი ფინანსური რესურსები ევროპიდან და ეს მოახმაროს შემდეგ უკრაინაში ომს“, – აცხადებს გვიდიანი.

ლატვიური მედიის ცნობით, ათობით უკრაინულ ბენზინმზიდს ყოველდღიურად, უკრაინული და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით ლატვიის დედაქალაქიდან რუსული საქონელი გააქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები