გიორგი კახიანი: ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა

“ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ, როგორც ჩანს, ბოლომდე სერიოზულად არ ეკიდებოდნენ საკითხს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, ოპოზიციის მიდგომები არასერიოზულია.

„კომისიის შექმნა საფრთხილო და სარისკო საკითხია, რადგან ოპონენტები ცდილობენ, ეს თემა სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ, როგორც ჩანს, ბოლომდე სერიოზულად არ ეკიდებოდნენ საკითხს და აღმოაჩინეს, რომ კვორუმიც არ აქვთ. ეს მიუთითებს, რომ მართლაც არასერიოზული იყო დამოკიდებულება, საგამოძიებო კომისია სამშაბათს შეიქმნებოდა თუ პარასკევს, ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მათივე მიდგომა არის არასერიოზული და ასე სასაცილო ფორმად გამომჟღავნდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, 46-მა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, გუშინ საღამოს, 2 დეპუტატის ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზით, გადაიფიქრეს და პრეზიდენტს დღეს დილით მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოეწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები