პრემიერ-მინისტმა გურანდა გაბუნიას დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს გურანდა გაბუნიას დაბადების დღე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა იუბილარს დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.
„დაბადების დღეს ვულოცავ ქართველი ხალხის საყვარელ მსახიობს – ქალბატონ გურანდა გაბუნიას. ქართულ თეატრსა და კინოში გურანდა გაბუნიას მიერ შექმნილი სახეები დაუვიწყარია. მან მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული , და ეს არის ყველაზე ძვირფასი ჯილდო, რაც შეიძლება ამშვენებდეს ნამდვილ ხელოვანს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სახელოვან მსახიობს და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ მრავალ წარმატებას“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები