მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
1-30 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი”, ,,სადახლო-საავტომობილო” , და ,,ლაგოდეხი”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 50 640 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.