ქუთაისში ავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, ავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გაფიცული მძღოლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
მათივე თქმით, იმისათვის, რომ მუშაობა შეძლონ, საწვავი შეღავათიან ფასებში უნდა მიეწოდოთ, ან მგზავრობის ღირებულება 30 თეთრიდან 40 თეთრამდე უნდა გაიზარდოს.
“ჩვენ არ გვინდა გაჩერება, მაგრამ იმდენს ვერ ვმუშაობთ , რომ საწვავის ფული ამოვიღოთ. ხელფასიც არ გვაქვს, გამომუშავებაზე ვართ. გამომუშავებული ფულით კი ოჯახის რჩენასაც ვერ ვახდენთ,”, – აცხადებენ მძღოლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები