ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5420 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5461 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7817 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7801 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ლარი 0.0016 შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.