მამუკა მდინარაძე: პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებით მთელ მსოფლიოს, ევროპას, ევროკავშირს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესრულებული რეკომენდაციები, რაც არის ტყუილი და ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება

„კამპანია, რომელსაც მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება, დაერქვას, გრძელდება და ამ კამპანიის შესრულების და აღსრულების პროცესს ვუყურებთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მიჰყვება გეგმას და ამ გეგმის პირველი ნაწილი არის მოლოდინი აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და რომ არა „ქართული ოცნების” კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემდნენ.
„ყველამ კარგად ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი, უკვე წარსულში, დღევანდელი გადასახედიდან, ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ” არამედ ჩვენმა ქვეყანამ და ეს ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ გეგმის მეორე ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის არ მიღება, რაშიც ეს ხალხი მაქსიმალურად ცდილობს იყოს ჩართული.

„ახალ ფორმატებს რომ გვიანონსებთ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, იმ პრეზიდენტთან ერთად, რომელიც ორის დღის წინ ამ ტრიბუნასთან გამოსვლის დროს ამბობდა, რომ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და არც ახლა გვეკუთვნის იმიტომ, რომ, თითქოს, ფორმალურად არის შესრულებული რეკომენდაციები, მაშინ, როდესაც თითქმის ბოლოში ვართ გასული და სულ 2-3 რეკომენდაცია რჩება შესასრულებელი.
თქვენ ქვეყნის პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებით მთელ მსოფლიოს, ევროპას, ევროკავშირს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესრულებული რეკომენდაციები, რაც არის ტყუილი და ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამის შემდეგი ეტაპი არის ის, რომ შეიქმნას ემოციური ფონი, აადუღოთ სიტუაცია ქვეყანაში, მოხდეს რევოლუცია და შეცვალოთ ხელისუფლება. ამიტომ თქვენ ვერავინ დაგიჯერებთ, რომ თქვენ გინდათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამაზე თქვენი განცხადებებიც მეტყველებს”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები