საქსტატი – მარტში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.3 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.5 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინდექსზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-1.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-1.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (1.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.1-პროცენტიანი მატება, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6-პროცენტიანი მატება, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (3.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.1 პროცენტი) ჯგუფებზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2023 წლის მარტის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები