ალუდა ღუდუშაური – სააკაშვილზე: მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არცთუ ისე კარგად ასრულებს

“ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის ჯილდო არის იმ ადამიანების უმძიმესი შეურაცხყოფა, ვინც სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემის საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა მისი მასხრად აგდებაა.

„თავად სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არცთუ ისე კარგად ასრულებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა სასამართლო ჩართვებია და მისი მხრიდან ამ როლის მდარე ხარისხის შესრულებაა, თუმცა, გემოვნებაზე არ დავობენ. შეუძლიათ, ჯილდო სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში მიანიჭონ, მაგრამ ის, რომ სააკაშვილს ჯილდო დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცე, ან სააკაშვილს იგდებ მასხრად, ან საქართველოსა და ქართველ ხალხს. მინდა, მჯეროდეს, რომ თუნდაც ამ ოპოზიციურ პარტიას გათვითცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს მასხრად აგდება არ ჰქონდათ ჩანაფიქრად და ჯილდოთი სააკაშვილი გააშარჟეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები