ლევან ნიკოლეიშვილი – სააკაშვილზე: როგორ შეიძლება მკვლელი რეჟიმის შემქმნელს საპატიო ჯილდოებს ანიჭებდე და ათასობით ოჯახის გამაუბედურებელი ჯალათი ასეთ პატივში იყოს?

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზის გადაცემის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ნორვეგიაში სააკაშვილის ოჯახისათვის ჯილდო გადაუციათ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც ჯილდოს დასახელებას და არც იმას, თუ რა “დამსახურებისთვის” ჩაიბარა ეს ჯილდო დედა გიულიმ. საქმე გვაქვს სააკაშვილის პატრონების მხრიდან მისი გათეთრების მცდელობასთან. აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ეს ტაკიმასხარაობა, ეს სისულელე? როგორ შეიძლება მკვლელი რეჟიმის შემქმნელს საპატიო ჯილდოებს ანიჭებდე და ადამიანების და ათასობით ოჯახის გამაუბედურებელი ჯალათი ასეთ პატივში იყოს?”,- წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები