„გამოიკვეთა კარგი ნაბიჯები“ – შამბამ და პატრუშევმა 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ე.წ. უშიშროების საბჭოების აპარატებს შორის 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ე.წ. სამართალდამცავ უწყებებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი სერგეი შამბამ და ნიკოლაი პატრუშევმა მოსკოვში მოაწერეს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ თქვა, დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, თანამშრომლობა უფრო სისტემური იქნება.

მისი თქმით, „გამოიკვეთა კარგი ნაბიჯები“ და ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს “ქვეყნებს შორის უფრო დიდ ურთიერთქმედებას აფხაზეთის გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე”.

შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მხარეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა საკითხებზე კოორდინაციას, უმაღლეს დონეზე ვიზიტების გაცვლას და არსებული პრობლემების განხილვას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები