თბილისში, იყალთოს ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები