პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. დაკავებულმა მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურის სალაროები გაქურდა.

პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაშიფვრის შედეგად შეძლო. დაკავებული საქართველოს 33 წლის მოქალაქეა, რომელსაც 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები