იონათამიშვილი – “ლელოს” განცხადებაზე: ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ინტერესი თუ აქვთ, სამუშაო ჯგუფებში უნდა მიიღონ მონაწილეობა

რაიმე ობიექტური ინტერესი თუ აქვთ, უნდა მოვიდნენ სამუშაო ჯგუფებში და იქ მიიღონ მონაწილეობა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ლელოს” განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტიამ “ქართულ ოცნებას” ევრორეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„რაიმე ობიექტური ინტერესი თუ აქვთ, უნდა მოვიდნენ სამუშაო ჯგუფებში და იქ მიიღონ მონაწილეობა. ცხადია, ამავდროულად, ამის ინტელექტუალური ან სხვა სახის რესურსი თუ აქვთ. როდესაც ბრიფინგებით ცდილობენ ფონს გასვლას, ამით ჩვენს საზოგადოებას ვერ მოატყუებენ.

ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული და ობიექტური შემფასებელი საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში მართლმსაჯულების ინდექსს. ის, ფაქტობრივად, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უთანაბრდება ან უსწრებს და უსწრებს ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – ამბობს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები