გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აცხადებს 2023 წლის საგაზაფხულო ნაკადის სტაჟირებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აცხადებს 2023 წლის საგაზაფხულო ნაკადის სტაჟირებას,  სტაჟირების გავლა შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან დოქტორანტურის სტუდენტებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი, მარცვლოვანი და აგროსატყეო, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო მასალების კვლევის, ნიადაგის ნაყოფიერების, სერტიფიცირების, მეცხოველეობის (მეღორება-სელექცია) მიმართულებით პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.
სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ენტრის მფლობელობაში არსებულ სადემონსტრაციო ექსპერიმენტულ ბაზებსა და ლაბორატორიებში (ჯიღაურა, წიკლანი).
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31 მარტის ჩათვლით. მის: მარშალ გელოვანის გამზ #6, 0159; ტელ: 2 05 35 00
ელფოსტა: info@srca.gov.ge; chancellery@srca.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები