მიხეილ სარჯველაძე: ვინც იტყვის, რომ ეს იყო რუსული კანონპროექტი, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს და მის მიმართ გააჩენს კითხვის ნიშნებს
ვინც იტყვის, რომ ეს იყო რუსული კანონპროექტი მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს, მის მიმართ გააჩენს კითხვის ნიშნებს და არა თვითონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ გააზრებულად შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში.
„რეალურად, ნებისმიერი ადამიანი, ვინც იტყვის და გააგრძელებს მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარს, რომ ეს იყო რუსული კანონპროექტი, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს, მის მიმართ გააჩენს კითხვის ნიშნებს და არა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. იდენტური კანონპროექტის შესახებ მსჯელობას გეგმავს ევროკავშირი. ბუნებრივია, შეუძლებელია – იძახო, რომ ეს არის რუსული კანონი. რეალურად, იქ რუსული არაფერი არ იყო და ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საზოგადოება სრულიად მიზანმიმართულად და გააზრებულად შეიყვანა შეცდომაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.