“ვერაფერი ვუშველეთ” – გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ბაბუა ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ბაბუა ჟურნალისტებთან ყვება, რომ გოგონას საღამოს ცხრა საათიდან ეძებდნენ. შემთხვევამდე ის ნათესავთან ერთად სეირნობდა. მისივე თქმით, დაკარგულია მოზარდის მობილური ტელეფონი.

“12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი, ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო… აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო კვალი, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ გავაღვიძე და მოვედი, თბილი იყო ცხონებული და ვერაფერი ვერ ვუშველეთ…”, – აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები